" დღეს როდესაც პროექტის ,,წარმოადგინე შენი ქალაქი” მიმდინარეობას ვაჯამებთ ყველაზე მეტად ის მახარებს, რომ ამ პერიოდის განმავლობაში გავიცანით ძალიან ბევრი აქტიური, ჭკვიანი და მიზანდასახული ახალგაზრდა, რომლებსაც უყვართ თავისი ქალაქი და გულწრფელად ზრუნავენ მის განვითარებაზე. "
" პარლამენტის მიერ მიღებული ცვლილებები განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს მუნიციპალიტეტებისთვის, მათ შორის რუსთავისთვის. ეს არის მნიშვნელოვანი ნაბიჯი ადგილობრივი თვითმმართველობის გაძლიერებისთვის და სრულად პასუხობს ჩვენს ქალაქში ეკოლოგიის მიმართულებით არსებულ გამოწვევებს. "
" სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილებები კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ საკრებულოს საქმიანობა ორიენტირებულია რუსთაველების საუკეთესო ინტერესებზე, მუნიციპალური სერვისების ხარისხსა და ქალაქის მდგრა განვითარებაზე.
"
" ძვირფასო აბიტურიენტებო, დღეიდან თითოეული თქვენგანის ცხოვრებაში მნიშვნელოვანი ეტაპი იწყება - მჯერა, რომ თქვენი ცოდნით და მაქსიმალური მობილიზებით, მიაღწევთ დასახულ მიზანს - გახდებით სტუდენტები, დაეუფლებით სასურველ პროფესიას და ღირსეულ წვლილს შეიტანთ ჩვენი ქალაქისა და ქვეყნის განვითარებაში. "
" რუსთავის მერის მიერ წარმოდგენილი 6 თვის საქმიანობის ანგარიში ცხადყოფს, რომ წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ხელისუფლების კოორდინირებულმა მუშაობამ მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი ქალაქის განვითარების პროცესს, რაც კონკრეტულ პროექტებში და ციფრებშია ასახული. "
" რუსთავის მერის 6 თვის საქმიანობის ანგარიში ნათლად ასახავს, რომ საანგარიშო პერიოდში მუნიციპალიტეტში არაერთი მნიშვნელოვანი და უპრეცედენტო მასშტაბის პროექტი განხორციელდა. პარალელურად, მიმდინარეობს სამუშაოები, რომლებიც ორიენტირებულია მოსახლეობის სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებაზე, მუნიციპალური სერვისების ხელმისაწვდომობის გაზრდასა და ქალაქის მდგრად განვითარებაზე. "
" ჩვენო ძვირფასო ახალგაზრდებო, გილოცავთ ერთიანი ეროვნული გამოცდების წარმატებით ჩაბარებას. დასახული მიზნების მიღწევას, ახალი შესაძლებლობებით სავსე წლებს და ნაყოფიერ სტუდენტობას გისურვებთ! "