აღმაშენებლის ქუჩაზე, ამორტიზებული ქსელის განახლებისთვის GWP 3.5 მილიონი ლარის ინვესტიციას ახორციელებს
რუსთავში, დავით აღმაშენებლის ქუჩაზე, ამორტიზებული ქსელის განახლებისთვის, GWP 3.5 მილიონი ლარის ინვესტიციას ახორციელებს.
რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარე, მამუკა რეხვიაშვილი და ქალაქის მერი ნინო ლაცაბიძე მიმდინარე სამუშაოებს შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლებთან და კომპანია ,,ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ ტექნიკური და საოპერაციო მიმართულების დირექტორთან, გიგა ნადირაძესთან ერთად გაეცნენ.
პროექტის ფარგლებში, სრულად განახლდება წყალარინების ქსელიც და მოეწყობა 28 ერთეული ჭა. პარალელურად, რუსთავის მერიამ, ახალი სანიაღვრე ქსელი უკვე მოაწყო მე-19 მიკრორაიონში, სადაც ამ ეტაპზე, წყლის და წყალარინების სისტემის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს. GWP-ის პროექტის დასრულების შემდეგ კი მუნიციპალიტეტი, ამ ტერიტორიაზე, საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას დაიწყებს.
ორივე პროექტის განხორციელების შემდეგ, რუსთავის მე-19, მე-17, მე-18 და მე-12 მიკრორაიონების მოსახლეობის წყალმომარაგება ახალი ქსელით მოხდება და წყლის მიწოდების ხარისხი მნიშვნელოვნად გაუმჯობესდება.
აღმაშენებლის ქუჩის წყალმომარაგების ქსელის სარეაბილიტაციო სამუშაოები, კომპანია ,, ჯი ვი პიმ“ მიმდინარე წლის მაისში დაიწყო და მასშტაბებიდან გამომდინარე, აგვისტოში დაასრულებს. შემდეგ, კი რუსთავის მერია, აღნიშნული ქუჩის რეაბილიტაციის პროექტირებას დაიწყებს.











