ფრაქცია „ქართული ოცნების“ სხდომაზე 2027 წლის ბიუჯეტის პროექტი განიხილეს

რუსთავის საკრებულოში 2027 წლის ბიუჯეტის პროექტის ფრაქციის ფორმატში განხილვები დაიწყო.

საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნების“ სხდომაზე თავმჯდომარის ლაშა ჩოფლიანის ხელმძღვანელობით, 2027 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის პროექტი განიხილეს.

დეპუტატებს საბიუჯეტო პარამეტრები მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის ხელმძღვანელმა მამუკა მამაიაშვილმა გააცნო.

მომავალი წლის ქალაქის მთავარი ფინანსური დოკუმენტის მთლიანი მოცულობა 192 მილიონ 518,2 ათასი ლარით განისაზღვრა. შენარჩუნებულია ბიუჯეტის ზრდის ტენდენცია და მასში გათვალისწინებული ყველა პარამეტრი წინა წელთან შედარებით მზარდია ინფრასტრუქტურულ, სოციალურ, ჯანდაცვის, განათლების და სხვა მნიშვნელოვან პროგრამებში.

ბიუჯეტის პროექტი ფრაქცია „ქართული ოცნების“ წევრებმა დადებითად შეაფასეს.