შიდა საუბნო სივრცეების მოწესრიგება ინტენსიურად მიმდინარეობს

რუსთავში, შიდა საუბნო სივრცეების მოწესრიგება ინტენსიურად მიმდინარეობს.

სამუშაოები აქტიურ ფაზაშია მე-12 მიკრორაიონის N1 კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე.

პროექტის ფარგლებში რეაბილიტაცია უტარდება არსებულ საფეხბურთო მოედანს. ადგილზე ეწყობა საფეხმავლო ბილიკები, საბავშვო მოედანი, საპარკინგე და მწვანე სივრცეები, სპორტულ-გამაჯანსაღებელი კუთხე და გარე განათების ქსელი.

მიმდინარე პროცესს რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარე მამუკა რეხვიაშვილი, ქალაქის მერი ნინო ლაცაბიძე და იაკობ ცურტაველის სახელობის ადმინისტრაციულ ერთეულში საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატი ლელა ლუარსაბიშვილი, შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლებთან ერთად გაეცნენ.

სამუშაოები სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება და საცხოვრებელი შენობების ეზოების რეაბილიტაციის ფარგლებში ხორციელდება.