სოციალურ საკითხთა კომისიის სხდომაზე რუსთავის 2027 წლის ბიუჯეტის პროექტი განიხილეს
სოციალურ საკითხთა კომისიის სხდომაზე რუსთავის 2027 წლის ბიუჯეტის პროექტი განიხილეს.
სხდომას კომისიის თავმჯდომარე ლელა ლუარსაბიშვილი უძღვებოდა.
საკითხი მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსმა მამუკა მამაიაშვილმა წარადგინა.
2027 წლის ბიუჯეტის პროექტის მიხედვით, მომავალი წლის ბიუჯეტში მნიშვნელოვანი ზრდაა ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის მიმართულებით.
კომისიის წევრებმა ბიუჯეტის პროექტს მხარი დაუჭირეს და ბიუროს გადასცეს.





