რუსთავის მერვე მოწვევის საკრებულოს მორიგი სხდომა გაიმართა
რუსთავის მერვე მოწვევის საკრებულოს მორიგი სხდომა გაიმართა, რომელსაც საკრებულოს თავმჯდომარე მამუკა რეხვიაშვილი უძღვებოდა.
დამტკიცდა რუსთავი-თბილისის მიმართულებით მუნიციპალური ავტოტრანსპორტის ახალი მარშრუტი.
M3 კატეგორიის მუნიციპალური ავტობუსი 25 ნომრით რუსთავში, გმირთა მოედნის მიმდებარე ტერიტორიიდან დაიწყებს მოძრაობას და კახეთის გზატკეცილის გავლით, აუთლეტ ვილიჯის, გაფორმების ეკონომიკური ზონის, ისთ ფოინთის და მეტრო სადგური სამგორის მიმართულებით გადაადგილდება.
ცვლილებები შევიდა „გონებრივი განვითარების დაყოვნების და ცერებრალური დამბლით დაავადებული დაუნის სინდრომის მქონე ბავშვთა რეაბილიტაციისა“ და „აუტიზმის სპექტრის დარღვევის მქონე ბავშვთა რეაბილიტაციის“ ქვეპროგრამებში.
ცვლილებები სარეაბილიტაციო მომსახურების უწყვეტად მიღებას ითვალისწინებს. ობიექტური გარემოებებით გამოუყენებელი სეანსები ბენეფიციარებს მომდევნო კალენდარულ თვეში გადუნაწილდებათ. მათ შესაძლებლობა მიეცემათ საჭირო მომსახურებთი, არაუმეტეს 10 ანაზღაურებადი სეანსით ისარგელონ.
ასევე, აგვისტოს პერიოდში სეზონური და საშვებულებო მიზეზების გამო, პროგრამით მოსარგებლე პირებს დაგეგმილი სეანსით სარგებლობა მომდევნო ორი თვის განმავლობაში შეეძლებათ.
დამტკიცდა მუნიციპალიტეტის ქალაქთმშენებლობითი დოკუმენტაციის გენერალური გეგმისა და განაშენიანების გეგმის შესახებ საკრებულოს დადგენილებაში შესატანი ცვლილები.
საკრებულოს მხარდაჭერით საფეხბურთო კლუბ „რუსთავს“ სარგებლობის უფლებით გადაეცა მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება.
დამტკიცდა შპს „ელბა ექსპორტის“ მიერ წარმოდგენილი განაშენიანების დეტალური გეგმა. ასევე, მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების საპრივატიზებო ობიექტების ნუსხა და გეგმა.
დეპუტატების გადაწყვეტილებით, რუსთავის ადმინისტრაციულ საზღვრებში სასჯელაღსრულების N5 პენიტენციური დაწესებულების მიმდებარე გზის მონაკვეთს მთისძირის ქუჩის სახელწოდება მიენიჭა.
სხდომაზე საკითხები მერიის შესაბამისი სამსახურების ხელმძღვანელებმა წარადგინეს.











