საკრებულოში ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე მუნიციპალური საბჭოს სხდომა გაიმართა

რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოში ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე მუნიციპალური საბჭოს სხდომა გაიმართა, რომელსაც თავმჯდომარე მარინა ლიპარტელიანი უძღვებოდა.

საბჭომ, დღის წესრიგის შესაბამისად, 2026 წლის სამოქმედო გეგმაში ცვლილებების შეტანის შესახებ იმსჯელა. საუბარი შეეხო საბჭოს სამომავლო საქმიანობას. ყურადღება გამახვილდა უახლოეს პერიოდში განსახორციელებელ აქტივობებზე, რომელიც ,,ვარდისფერი ოქტომბერის” და ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლის იუბილესთან დაკავშირებით ღონისძიებების ორგანიზებას ითვალისწინებს.

მარინა ლიპარტელიანმა სხდომაზე საბჭოს სამი ახალი წევრი – მერიის სარეაბილიტაციო-განმავითარებელი ცენტრის ,,კესანეს,“ ახალგაზრდობის განათლებისა და კარიერული განვითარების და კულტურული პროექტების მართვის ცენტრების დირექტორები ეკატერინე ნოზაძე, ანელი ჩხარტიშვილი და ხატია ფოცხვერაშვილი წარადგინა.

ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე მუნიციპალური საბჭოს დებულების შესაბამისად, მისი წევრები არიან საკრებულოს კომისიების თავმჯდომარეები, წარმომადგენლები ყველა ფრაქციიდან და მერიის სტრუქტურული ერთეულებიდან.