რუსთავში ზოგადი განათლების სისტემის რეფორმის ეროვნული კონცეფციის შესახებ საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა
რუსთავში ზოგადი განათლების სისტემის რეფორმის ეროვნული კონცეფციის შესახებ საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა.
2026-2027 სასწავლო წლისთვის დაგეგმილ ცვლილებებსა და სიახლეებზე საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე თამარ მახარაშვილმა ისაუბრა.
შეხვედრას რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე მარინა ლიპარტელიანი, ქალაქის მერის მოადგილე კახა გურული, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე ავთანდილ ჭრიკიშვილი, რეგიონის საგანმანათლებლო რესურსცენტრების ხელმძღვანელები და საჯარო სკოლების დირექტორები დაესწრნენ.
შეხვედრა დიალოგის ფორმატში წარიმართა. მონაწილეებმა მათთვის საინტერესო საკითხებზე დამატებითი ინფორმაცია მიიღეს და საკუთარი მოსაზრებები გააზიარეს.
განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო სახელმძღვანელოებს, ეროვნულ სასწავლო გეგმას, განახლებულ საგნობრივ სტანდარტებს, სასკოლო ფორმებსა და მასწავლებელთა პროფესიული განვითარებისა და მხარდაჭერის მექანიზმებს.








