,,რუსთავქალაქობა 2006″ გალა-კონცერტით დასრულდა

რუსთავქალაქობა 2026-ის აღსანიშნავი, სადღესასწაულო პროგრამა გალა-კონცერტით დასრულდა.

ღონისძიება გიგა ლორთქიფანიძის სახელობის რუსთავის დრამატული თეატრის მიმდებარე ტერიტორიაზე გაიმართა, რომელსაც რუსთავის საკრებულოს დეპუტატები, ქალაქის მერი, საქართველოს პარლამენტში რუსთავის დელეგატი და სხვადასხვა თაობისა და პროფესიის წარმომადგენელი რუსთაველები დაესწრნენ.

სცენა თავდაპირველად, სიმფონიურმა ორკესტრმა დაიკავა, მაესტრო ნიკა ნიკვაშვილის ხელმძღვანელობით. მსმენელის წინაშე მუსიკალური ნომრებით წარდგნენ ლიზა ბაგრატიონი,გიორგი ლომისელი, ,,ქართული ხმები’’, ახალგაზრდული კაპელა მეკო ქავთარაძის ხელმძღვანელობით, აფხაზეთის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიური ანსამბლი ,,აფხაზეთი”, ლიკა ღუღუნიშვილი, გიორგი ბუაჩიძე, ანა შუბლაძე და დიმიტრი ხეთაგუროვი.

საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით, სპეციალური პრიზი გადაეცა ღვაწლმოსილ და დამსახურებულ რუსთაველ მსახიობს, ნათელა მუხულიშვილს.

სადღესასწაულო პროგრამა ვაჟა აზარაშვილის სიმღერით – ,,რუსთავ-ქალაქს გიმღერ“, დასრულდა, რომელიც რუსთაველებმა და მომღერლებმა ერთად შეასრულეს.