საკრებულოს მაჟორიტარმა დეპუტატებმა გასვლითი სამუშაო შეხვედრები გამართეს
რუსთავის საკრებულოს მაჟორიტარმა დეპუტატებმა მიხეილ მუზაშვილმა, ლელა ლუარსაბიშვილმა და სოფიო მაჭარაშვილმა, სამაჟოროტარო ოლქებში გასვლითი სამუშაო შეხვედრები გამართეს.
შეხვედრები ნიკოლოზ ბარათაშვილის, იაკობ ცურტაველის და დავით აღმაშენებლის სახელობის ოლქებში გაიმართა.
დეპუტატები პირადად გაეცნენ უბნებში მიმდინარე ინფრასტრუქტურულ პროექტებს და მოსახლეობასთან ერთად ადგილზე არსებული საჭიროებები და პრიორიტეტები განიხილეს.
საუბარი შეეხო სადარბაზოების მოწესრიგებას, შიდა ეზოების და საბავშვო სივრცეების კეთილმოწყობას და ამ მიმართულებით უკვე დაწყებულ და სამომავლოდ დაგეგმილ სამუშაოებს.











