მე-8 მიკრორაიონში სპორტული მოედნის რეაბილიტაცია იწყება

მე-8 მიკრორაიონში, N6ა საცხოვრებელ კორპუსთან სპორტული მოედნის რეაბილიტაცია იწყება. მიმდებარე ტერიტორიაზე გათვალისწინებულია შიდა საუბნო და საბავშვო სივრცეების მოწყობა.

პროექტის შესახებ ინფორმაცია მოსახლეობას რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ, პირადად გააცნო. შეხვედრაზე ჟიული შარტავას სახელობის ოლქში, საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატი კარლო ნოდია, მერის მოადგილე ბესიკ ტოგონიძე, საკრებულოს წევრები და მერიის შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლები იმყოფებოდნენ.

სამუშაოები სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინანსებით განხორციელდება.