მელიქიშვილისა და ლომოურის ქუჩების გასასვლელების რეაბილიტაცია მიმდინარეობს
რუსთავში, მელიქიშვილისა და ლომოურის ქუჩების გასასვლელების რეაბილიტაცია მიმდინარეობს.
სამუშაოებს რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარე მამუკა რეხვიაშვილი, ქალაქის მერი, ნინო ლაცაბიძე და საქართველოს პარლამენტში რუსთავის დელეგატი ირაკლი შატაკიშვილი, ადგილობრივი ხელისუფლებისა და შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლებთან ერთად გაეცნენ.
ტერიტორიაზე კომპანია GWP-იმ წყალმომარაგების და წყალარინების ქსელი უკვე განაახლა. მოეწყო სახანძრო ჰიდრანტები და ჩამკეტ-მარეგულირებელი ურდულები.
პროექტის ფარგლებში, მელიქიშვილისა და ლომოურის ქუჩების გასასვლელებში საგზაო ინფრასტრუქტურა, ჯამში, 31 100 კვადრატულ მეტრ ფართობზე მოწესრიგდება. ტერიტორიაზე მოეწყობა 7900 მეტრი სიგრძის ახალი სანიაღვრე ქსელი.
პროექტი სახელმწიფო და ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება.





