ლელა ლუარსაბიშვილი ლესელიძის ქუჩაზე, N52-ში მცხოვრებ მოსახლეობას შეხვდა

რუსთავის საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატი, ლელა ლუარსაბიშვილი ლესელიძის ქუჩაზე, N52-ში მცხოვრებ მოსახლეობას შეხვდა.

აღნიშნულ მისამართზე, მოქალაქეთა თხოვნის საფუძველზე სრულად განახლდა მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის ფასადი და შეიცვალა სახურავი.

ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები მოსახლეობას გაესაუბრნენ, შესრულებული სამუშაოების შედეგები შეაფასეს და ადგილზე არსებულ სხვა საჭიროებებს გაეცნენ.

შეხვედრაზე, საკრებულოს დეპუტატები, ,,რუსთავის კორპუსის” და მერიის შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლები იმყოფებოდნენ.