სოციალურ საკითხთა კომისიის სხდომა გაიმართა
რუსთავის საკრებულოს სოციალურ საკითხთა კომისიის მორიგ სხდომაზე ქვეპროგრამის „მოქალაქეთა ინდივიდუალური სამედიცინო დახმარება“ განხორციელების წესში შესატან ცვლილებებზე იმსჯელეს.
სხდომას კომისიის თავმჯდომარე ლელა ლუარსაბიშვილი უძღვებოდა.
ცვლილებების მიხედვით, 60 კალენდარული დღით განისაზღვრება მუნიციპალიტეტის მიერ გაცემული დაფინანსების წერილის მოქმედების ვადა.
ასევე მოწესრიგდება კლინიკის მიერ შერულებული სამუშაოს ვადაგადაცილებით წარმოდგენილი შემთხვევების განხილვის წესი. კერძოდ, მუნიციპალიტეტის სათათბირო-საკონსულტაციო ჯგუფი იმსჯელებს ანგარიშსწორების საკითხზე.
მერიის მიერ ინიცირებული საკითხი კომისიის წევრებს ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური მხარდაჭერის სამსახურის უფროსმა ლაშა ბუსხრიკიძემ გააცნო და პროცედურის თანახმად, ბიუროს გადაეცა.
სხდომას პრემიერ-მინისტრის მიერ ინიცირებული ანაზღაურებადი სტაჟირების სახელმწიფო პროგრამის მონაწილეები დაესწრნენ.


