ქონების მართვისა და ბუნებრივი რესურსების საკითხების კომისიამ მორიგი სხდომა გამართა
რუსთავის საკრებულოში ქონების მართვისა და ბუნებრივი რესურსების საკითხების კომისიის მორიგ სხდომაზე მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების საპრივატიზებო ობიექტების ნუსხასა და გეგმაზე იმსჯელეს.
სხდომას კომისიის თავმჯდომარე კარლო ნოდია უძღვებოდა.
მიმდინარე საკითხებს შორის იყო მოქალაქეების განცხადებები, რომელიც აუქციონის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებას შეეხებოდა. კომისიამ ასევე განიხილა ფიზიკური პირისთვის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების სარგებლობის უფლებით, იჯარით გადაცემის საკითხი.
საკითხები, რომლებიც კომისიის წევრებს მერიის ქონების მართვისა და ეკონომიკური განვითარების სამსახურის უფროსის მოადგილე გია ანთაურმა გააცნო, დეპუტატების გადაწყვეტილებით ბიუროს გადაეცა.
სხდომას პრემიერ-მინისტრის მიერ ინიცირებული ანაზღაურებადი სტაჟირების სახელმწიფო პროგრამის მონაწილეები დაესწრნენ.





