შარტავას გამზირზე ტროტუარების რეაბილიტაცია მიმდინარეობს
საგზაო ინფრასტრუქტურის კეთილმოწყობის მიზნით შარტავას გამზირზე ტროტუარების რეაბილიტაცია მიმდინარეობს.
ურბანულად ერთ-ერთ ყველაზე დატვირთულ გამზირზე, საავტომობილო გზის ორივე მხარეს ეწყობა საფეხმავლო და ველობილიკები, გარე-განათება და მწვანე სივრცეები, ტერიტორიაზე განთავსდება დასასვენებელი სკამები.
მიმდინარე სამუშაოებს ქალაქის მერი ნინო ლაცაბიძე და ჟიული შარტავას სახელობის ადმინისტრაციულ ერთეულში რუსთავის საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატი კარლო ნოდია მუნიციპალიტეტის შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლებთან ერთად გაეცნენ.
პროექტი სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება.
მსგავსი სამუშაოები პარალელურად ხორციელდება ლეონიძისა და რუსთაველის ქუჩებზე.





