ფრაქცია „ხალხის ძალამ“ რუსთავის მუნიციპალიტეტის 2027 წლის ბიუჯეტის პროექტი განიხილა
საკრებულოს ფრაქცია „ხალხის ძალამ“ რუსთავის მუნიციპალიტეტის 2027 წლის ბიუჯეტის პროექტი განიხილა.
ფრაქციის წევრებმა მომავალი წლის ბიუჯეტის შესახებ დეტალური ინფორმაცია მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის ხელმძღვანელისგან მამუკა მამაიაშვილისგან მოისმინეს.
192 მილიონ 518,2 ათასი ლარით განსაზღვრული რუსთავის 2027 წლის პროექტის განხილვა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა.
ფრაქცია „ხალხის ძალამ“ თავმჯდომარის ერეკლე ლაცაბიძის ხელმძღვანელობით, მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტი დადებითად შეაფასა.
192 მილიონ ლარზე მეტი ქალაქის ინფრასტრუქტურის, სპორტის, კულტურის, ჯანდაცვის, სოციალური, ახალგაზრდობის, გარემოს დაცვის, დასუფთავების და სხვა მნიშვნელოვანი მიმართულებებით დაიხარჯება.


