2027 წლის ბიუჯეტის პროექტი განიხილეს ფრაქცია ,,ევროპელი სოციალისტების” სხდომაზე

2027 წლის ბიუჯეტის პროექტი განიხილეს დღეს ფრაქცია ,,ევროპელი სოციალისტების” სხდომაზეც, რომელიც ფრაქციის წევრებს მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის ხელმძღვანელმა მამუკა მამაიშვილმა გააცნო.

სხდომას ფრაქციის თავმჯდომარე სოფიო მაჭარაშვილი უძღვებოდა.

პროექტის თანახმად 192 მილიონ 518,2 ათასი ლარით განსაზღვრული რუსთავის 2027 წლის ბიუჯეტის პროექტი ინარჩუნებს ზრდის დინამიკას. პრიორიტეტული მიმართულებებია ინფრასტრუქტურული და სოციალური პროგრამები.

ქალაქის მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტი ფრაქციის წევრებმა დადებითად შეაფასეს.