სამანდატო, საპროცედურო საკითხთა და ეთიკის კომისიამ 2027 წლის ბიუჯეტის პროექტი განიხილა
საკრებულოს სამანდატო, საპროცედურო საკითხთა და ეთიკის კომისიამ რუსთავის 2027 წლის ბიუჯეტის პროექტი განიხილა.
სხდომას კომისიის თავმჯდომარე ამირან ჯანჯღავა უძღვებოდა.
ბიუჯეტის პროექტის ძირითადი მიმართულებები და დაგეგმილი ცვლილებები კომისიის წევრებს მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსმა მამუკა მამაიაშვილმა გააცნო.
მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტის მიხედვით იზრდება დაფინანსება ინფრასტრუქტურულ, სოციალურ, ჯანდაცვის, განათლების და სხვა მნიშვნელოვან პროგრამებში და ბიუჯეტის საერთო მოცულობა 192 მილიონ 518,2 ათას ლარს შეადგენს.
სხდომაზე წარდგენილ ბიუჯეტის პროექტს კომისიის წევრებმა მხარი დაუჭირეს.





