აფხაზეთის თემატიკისადმი მიძღვნილი ფილმის – ,,ინგირს მელეს“ ჩვენება გაიმართა

რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეები, მარინა ლიპარტელიანი და გიორგი კოკაია, საკრებულოს დეპუტატებთან ერთად აფხაზეთის თემატიკისადმი მიძღვნილი, მხატვრულ-დოკუმენტური ფილმის – ,,ინგირს მელეს“ ჩვენებას დაესწრნენ.

ჩვენება რუსთავის ახალგაზრდობის სასახლეში გაიმართა. ღონისძიებაზე რუსთავის საჯარო სკოლების უფროსკლასელი მოსწავლეები და პედაგოგები იმყოფებოდნენ.

,,ინგირს მელე“ ორგანიზაციამ ,,მშვიდობის ელჩები“ პროექტის „საერთო ფესვები-საერთო მომავალი“-ს ფარგლებში გადაიღო და მასში აფხაზეთიდან დევნილი ადამიანების ისტორიები და განცდებია ასახული.

ჩვენების დასრულების შემდეგ, გაიმართა გასაუბრება ფილმში მონაწილე გმირებთან.