კომპანია „ჯი ვი პი“ წყალმომარაგებისა და წყალარინების სისტემის კომპლექსურ რეაბილიტაციას ახორციელებს

რუსთავში კომპანია „ჯი ვი პი“ წყალმომარაგებისა და წყალარინების სისტემის კომპლექსურ რეაბილიტაციას ახორციელებს.

მიმდინარე სამუშაოებს რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარე მამუკა რეხვიაშვილი, რუსთავის დელეგატი საქართველოს პარლამენტში ირაკლი შატაკიშვილი, რუსთავის მერის მოადგილე ბესიკ ტოგონიძე, ,,სემეკის” წყალმომარაგების დეპარტამენტის დირექტორი რევაზ გერაძე და კომპანია ,,GWP”-ის საინვესტიციო პაკეტების მართვის დეპარტამენტის უფროსი თეიმურაზ ლოჩოშვილი ადგილზე გაეცნენ.

პროექტები ამ ეტაპზე მე-19 მიკრორაიონში, ლეონიძისა და აღმაშენებლის ქუჩებზე, ასევე ლომოური-მელიქიშვილის გასასვლელებში მიმდინარეობს.
კომპანიის მიერ სამუშაოების დასრულებისთანავე, რუსთავის მერია აღნიშნულ ლოკაციებზე საგზაო ინფრასტრუქტურას მოაწყობს. ხოლო აღმაშენებლის ქუჩაზე სისტემის განახლების შემდეგ, გამზირის სრული რეაბილიტაციის პროექტირება დაიწყება.