მე-12 მიკრორაიონში N1 საცხოვრებელი კორპუსის შიდა ეზოს კეთილმოწყობის სამუშაოები იწყება
XII მიკრორაიონში, N1 საცხოვრებელი კორპუსის შიდა ეზოს კეთილმოწყობის სამუშაოები იწყება. საუბნო სკვერის პროექტი მოსახლეობას რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ გააცნო. შეხვედრაზე იაკობ ცურტაველის სახელობის ოლქში, საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატი ლელა ლუარსაბიშვილი, მერის პირველი მოადგილე ბესიკ ტოგონიძე და შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლები იმყოფებოდნენ.
დაგეგმილი სამუშაოების ფარგლებში, რეაბილიტაცია ჩაუტარდება არსებულ საფეხბურთო მოედანს, მოეწყობა საბავშვო და სპორტულ-გამაჯანსაღებელი კუთხე, საპარკინგე და მწვანე სივრცეები, ფანჩატური და საფეხმავლო ბილიკები. ტერიტორიაზე დამონტაჟდება გარე განათების ქსელი. პროექტი სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება.
ეზოების რეაბილიტაციის ფარგლებში, შიდასაუბნო სივრცის მოწყობა ამ ეტაპზე, ქალაქის მასშტაბით, 8 სხვადასხვა მისამართზე მიმდინარეობს.





