რუსთავში ,,კომედიის თეატრალური ფესტივალი 2026″ დასრულდა
რუსთავში ,,კომედიის თეატრალური ფესტივალი 2026″ დასრულდა. დასკვნით დღეს მაყურებლის წინაშე თუმანიშვილის თეატრი სპექტაკლით ,,მწვანე ბარათი” წარსდგა.
ფესტივალის ფარგლებში რუსთავის გიგა ლორთქიფანიძის სახელობის პროფესიულმა მუნიციპალურმა დრამატულმა თეატრმა საქართველოს სხვადასხვა თეატრს 9 დღის განმავლობაში უმასპინძლა.
ფესტივალის დახურვას რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე მარინა ლიპარტელიანი, საკრებულოს დეპუტატები, ქალაქის მერი ნინო ლაცაბიძე, კულტურის სამინისტროს წარმომადგებლები, თეატრმცოდნეები და მსახიობები დაესწრნენ.
დასკვნით ღონისძიებაზე სპეციალურმა ჟიურიმ გამარჯვებულები სამ ნომინაციაში გამოავლინა.
ზურაბ ბერიკაშვილის სახელობის ჯილდო, საუკეთესო მამაკაც მსახიობს, ანდრია ვაჭრიძეს გადაეცა, საუკეთესო ქალ მსახიობად მარიამ მღებრიშვილი დასახელდა, საუკეთესო ინსცენირებისთვის, თამაზ გოდერძიშვილის სახელობის ჯილდო კი ავთანდილ ვარსიმაშვილს მიენიჭა.
ჟიურის გადაწყვეტილებით, რუსთავის თეატრში კომედიური ჟანრის სპექტაკლს დადგამენ ფესტივალის მეორე საკონკურსო ხაზის – ახალგაზრდა რეჟისორის გამარჯვებული სტუდენტები თეკლა შიოშვილი და ენრი ვერულიძე.
ფესტივალში ყოველწლიური მონაწილეობისთვის, მადლობის ბარათით დაჯილდოვდა მოზარდ მაყურებელთა თეატრის ხელმძღვანელი დიმიტრი ხვთისიაშვილი.
საქართველოს კულტურის სამინისტროსა და რუსთავის მერიის მხარდაჭერით, კომედიის თეატრალური ფესტივალი რუსთავში წელს მეხუთედ გაიმართა.











