რუსთავის საკრებულოს თამჯდომარე საკონსულტაციო საბჭოს სხდომას დაესწრო
რუსთავის საკრებულოს თამჯდომარე მამუკა რეხვიაშვილი, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში, საკონსულტაციო საბჭოს სხდომას დაესწრო.
საბჭოს წევრებმა რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან დასაფინანსებელი ინფრასტრუქტურული პროექტები განიხილეს. საუბარი შეეხო ასევე ახალი სასწავლო წლის დაწყებასთან დაკავშირებულ საორგანიზაციო საკითხებს, მათ შორის სასკოლო ფორმების რეალიზაციის პუნქტებს და მათი საქმიანობის სპეციფიკას.
სხდომაზე რეგიონისა და ადგილობრივი მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელი პირები იმყოფებოდნენ.





