საკრებულოში სამანდატო, საპროცედურო საკითხთა და ეთიკის კომისიის სხდომა გაიმართა

საკრებულოს სამანდატო, საპროცედურო საკითხთა და ეთიკის კომისიამ მორიგი სხდომა გამართა, რომელსაც კომისიის თავმჯდომარე ამირან ჯანჯღავა უძღვებოდა.

კომისიამ, ქალაქში გარემოს დაცვის და ეკოლოგიური უსაფრთხოების გაძლიერებისთვის საქართველოს საკანონმდებლო ორგანოს მიერ ქვეყნის ტერიტორიაზე გავრცელებულ რეგულაციაზე იმსჯელა.
რეგულაცია შეეხება მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მეორეული საბურავების, შავი და ფერადი ლითონის ჯართის, ექსპლუატაციიდან გამოსული სატრანსპორტო საშუალებებისა და მათი ნაწილების, ადვილად აალებადი და ფეთქებადი მასალის განთავსებისა და რეალიზაციის წესს.

დეპუტატებმა ასევე მერიის მუნიციპალური ინსპექციის დებულებაში შესატანი ცვლილება განიხილეს.
ცვლილების მიხედვით, ზემოთ აღნიშნული წესის აღსრულების უფლებამოსილება ენიჭება მერიის მუნიციპალური ინსპექციის სამსახურს.

საკითხები კომისიის წევრებს მერიის ადმინისტრაციის უფროსმა ქეთევან ბეჟუაშვილმა გააცნო და დეპუტატების გადაწყვეტილებით საკრებულოს ბიუროს გადაეცა.