სამაჟორიტარო ოლქებში, მოსახლეობასთან გასვლითი სამუშაო შეხვედრები გრძელდება
სამაჟორიტარო ოლქებში, მოსახლეობასთან გასვლითი სამუშაო შეხვედრები გრძელდება. რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე მარინა ლიპარტელიანი ილია ჭავჭავაძის სახელობის ოლქის მცხოვრებლებს, ამავე ოლქის დეპუტატთან, გრიგოლ ვეფხვაძესთან ერთად შეხვდა.
ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები, საბინაო ინფრასტრუქტურის განვითარების მიზნით მიმდინარე სამუშაოებს გაეცნენ და მოქალაქეებს პროექტების განხორციელების ეტაპების შესახებ გააცნეს ინფორმაცია.
შეხვედრა გაიმართა ჭყონდიდელის დასახლებაშიც, სადაც მაჟორიტარმა დეპუტატმა გიგა კიკვაძემ, ტერენტი გრანელის #27-ში მიმდინარე ინფრასტრუქტურული სამუშაოები მოსახლეობასთან ერთად დაათვალიერა და ადგილზე არსებულ სხვა საჭიროებებს გაეცნო.
საერთო სარგებლობის სივრცეების და ლიფტების რეაბილიტაციის უკვე დასრულებულ და მიმდინარე სამუშაოებს გაეცნო 13 ასურელი მამის სახელობის ოლქის მაჟორიტარი დეპუტატი. ბაჩუკი ჩიჩუა პროექტების მიმდინარეობას პირადად გაეცნო და ადგილობრივ მცხოვრებლებს გაესაუბრა.
მიმდინარე სამუშაო შეხვედრებზე იმყოფებოდნენ ,,რუსთავის კორპუსის” და მერიის შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლები.





