სოხუმის დაცემის დღიდან 33 წელი გავიდა

სოხუმის დაცემის დღიდან 33 წელი გავიდა.

რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარე მამუკა რეხვიაშვილმა, თავმჯდომარის და ქალაქის მერის მოადგილეებმა, დეპუტატებმა და საქართველოს პარლამენტში რუსთავის დელეგატმა, პატივი მიაგეს აფხაზეთის ომში დაღუპულთა ხსოვნას და გვირგვინით შეამკეს საქართველოს ეროვნული გმირის ჟიული შარტავას ძეგლი.

სოხუმის დაცემის 33 წლისთავთან დაკავშირებით და აფხაზეთის ომში დაღუპულთა ხსოვნის პატივის მიგების მიზნით, რუსთავის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციის შენობაზე სახელმწიფო დროშა დაშვებულია.

მთავრობის განკარგულებით, სახელმწიფო დროშა დაეშვა საქართველოს მთელ ტერიტორიაზე, ყველა ადმინისტრაციულ შენობაზე.

აფხაზეთში საომარი მოქმედებები 1992 წლის 14 აგვისტოს დაიწყო და 13 თვე და 13 დღე გაგრძელდა. შეიარაღებულ დაპირისპირებას 30 ათასამდე ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, 300 000-ზე მეტი კი საკუთარი სახლიდან დევნილად იქცა.