2027 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის პრიორიტეტებთან დაკავშირებით საჯარო განხილვები მიმდინარეობს
რუსთავის საკრებულოს ფრაქცია ,,ქართული ოცნების” ინიციატივით, 2027 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის პრიორიტეტებთან დაკავშირებით, მოქალაქეების პოზიციების გამორკვევის მიზნით საჯარო განხილვები მიმდინარეობს.
დეპუტატები მოსახლეობას ამჯერად, გიორგი ჭყონდიდელის დასახლებაში და მე-8 მიკრორაიონში შეხვდნენ. საკრებულოს წევრებმა, მუნიციპალიტეტის მთავარ ფინანსურ დოკუმენტზე მუშაობის სპეციფიკაზე ისაუბრეს და სპეციალური ანკეტები დაარიგეს, რომელიც თვითმმართველობის კომპეტენციის შესაბამისად შემუშავდა.
შეხვედრების მიმდინარეობისას, რუსთაველებმა მათთვის აქტუალურ მიმართულებებზე დიალოგის რეჟიმში ისაუბრეს და ბიუჯეტის დაგეგმვასთან დაკავშირებული კონკრეტული რეკომენდაციები საინფორმაციო ბარათების საშუალებით დააფიქსირეს. საინფორმაციო შეხვედრები, ქალაქის მასშტაბით სხვადასხვა ლოკაციაზე გაიმართება.
რუსთავის საკრებულოს ფრაქცია ,,ქართული ოცნება” ადგილობრივი ბიუჯეტის დაგეგმვისას გამოკითხვას ყოველწლიურად ატარებს. პროცედურა ანონიმურია და მასში მონაწილეობის მიღება, ასევე შესაძლებელია ელექტრონულად – მუნიციპალიტეტის საკრებულოს ოფიციალურ ვებ-გვერდზე – https://rustavicouncil.ge/public-information/budget/















