საკრებულოს თავმჯდომარე 2027 წლის ბიუჯეტის პრიორიტეტების განსაზღვრის მიზნით ახალგაზრდებს შეხვდა
რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე მამუკა რეხვიაშვილი, ფრაქცია ,,ქართული ოცნების“ წევრებთან ერთად 2027 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის პრიორიტეტების განსაზღვრის მიზნით ახალგაზრდებს შეხვდა.
მამუკა რეხვიაშვილმა, საჯარო დისკუსიაში, ფრაქციის წევრ დეპუტატებთან ერთად მიიღო მონაწილეობა და ახალგაზრდების კითხვებს პირადად უპასუხა.
შეხვედრის მონაწილეებმა ქალაქის განვითარებისთვის შესახებ საკუთარი იდეები და ინიციატივები წარმოადგინეს, შეავსეს ანკეტები და მათთვის მნიშვნელოვანი ის მიმართულებები განსაზღვრეს, რომლებიც პრიორიტეტების დოკუმენტის მომზადების პროცესში იქნება გათვალისწინებული.
საკრებულოს ფრაქცია ,,ქართული ოცნება”, ბიუჯეტში რუსთაველების პოზიციების ასახვის მიზნით თემატურ გამოკითხვებს ყოველწლიურად ატარებს – წელს პროცესი ახალგაზრდებთან შეხვედრით დასრულდა.











