საკრებულოს თავმჯდომარე მამუკა რეხვიაშვილი კორპუსების სარეაბილიტაციო სამუშაოებს ქალაქის მერთან ერთად გაეცნო

ძველი რუსთავის ისტორიულ უბნებში, 100 საცხოვრებელი კორპუსის რესტავრაცია-რეაბილიტაციის უპრეცედენტო მასშტაბის პროექტი მიმდინარეობს.
პროექტს საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი, არქიტექტურული სტილის სრული შენარჩუნებით ახორციელებს.
სარეაბილიტაციო სამუშაოებს რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარე მამუკა რეხვიაშვილი და ქალაქის მერი ნინო ლაცაბიძე, მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურის წარმომადგენლებთან ერთად გაეცნენ.
ამ ეტაპზე, პროცესი ასლანიკაშვილის N3, N5, N7, N11, ბათუმის N19 და N25 საცხოვრებელ კორპუსებში მიმდინარეობს. უახლოეს პერიოდში, ანალოგიური სამუშაოები დაიწყება ჭავჭავაძის და მშენებელთა ქუჩებზეც.
პროექტი, ძველი რუსთავის 12 სხვადასხვა ქუჩას მოიცავს და ბათუმის ქუჩაზე არსებული 8 ჰექტარი ფართობის რეკრეაციული სივრცის რეაბილიტაციასაც ითვალისწინებს.
ამ დროისთვის, ქალაქის მასშტაბით, სხვადასხვა პროექტის ფარგლებში, გამაგრება-რეაბილიტაცია, 18 საცხოვრებელ კორპუსში მიმდინარეობს.