რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარე საკონსულტაციო საბჭოს სხდომას დაესწრო

რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარე, მამუკა რეხვიაშვილი, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში საკონსულტაციო საბჭოს სხდომას დაესწრო.

შეხვედრაზე განიხილეს მუნიციპალიტეტებში მიმდინარე და დაგეგმილი მნიშვნელოვანი საკითხები. საუბარი შეეხო ინფრასტრუქტურულ პროექტებს, ასევე, ტურისტული ადგილების მოწესრიგებისა და სტიქიური მოვლენების პრევენციის მიზნით გასატარებელ ღონისძიებებს.

სხდომაზე რეგიონისა და ადგილობრივი მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელი პირები იმყოფებოდნენ.