შიდასაუბნო რეკრეაციული და სპორტული სივრცეების მოწყობა აქტიურად მიმდინარეობს
რუსთავში, მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტების პარალელურად, შიდასაუბნო რეკრეაციული და სპორტული სივრცეების მოწყობა აქტიურ ფაზაშია.
მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოებს რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარე მამუკა რეხვიაშვილი და ქალაქის მერი ნინო ლაცაბიძე, შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლებთან ერთად, ადგილზე გაეცნენ.
ამ ეტაპზე სამუშაოები ერთდროულად რამდენიმე ლოკაციაზე ხორციელდება.
თანამედროვე, ხელოვნურსაფარიანი სპორტული მოედანი ეწყობა ფალიაშვილის ქუჩის N6-ში, აქტიურად მიმდინარეობს სამუშაოები ჭავჭავაძის ქუჩის N6 კორპუსის მიმდებარედ და მოდებაძის ქუჩაზე. სპორტულ-დასასვენებელი არეალების მოწყობა უკვე დაგეგმილია შარტავას გამზირსა და მე-17 მიკრორაიონშიც.
შიდასაუბნო ინფრასტრუქტურის განვითარების პროექტები, ადგილობრივ მოსახლეობასთან მჭიდრო კომუნიკაციითა და შეთანხმებით, ქალაქის თითქმის ყველა უბანში განხორციელდება.







