საკრებულოს სივრცით-ტერიტორიული დაგეგმარებისა და ინფრასტრუქტურის კომისიამ მორიგი სხდომა გამართა

საკრებულოს სივრცით-ტერიტორიული დაგეგმარებისა და ინფრასტრუქტურის კომისიამ მორიგი სხდომა გამართა, რომელსაც კომისიის თავმჯდომარე გიგა კიკვაძე ხელმძღვანელობდა.

კომისიის წევრებმა რუსთავი-თბილისის მარშრუტზე, ისთ ფოინთის მიმართულებით M3 კატეგორიის მუნიციპალური ავტობუსის დანიშვნასთან დაკავშირებით საკრებულოს დადგენილებაში შესატან ცვლილებებზე იმსჯელეს. აღნიშნულ მარშრუტზე ექვსი ერთეული მუნიციპალური ავტობუსის დანიშვნაა დაგეგმილი.

დეპუტატებმა განიხილეს მუნიციპალიტეტის ქალაქთმშენებლობითი დოკუმენტაციის გენერალური გეგმისა და განაშენიანების გეგმის შესახებ საკრებულოს დადგენილებაში შესატანი ცვლილებები, ასევე იმსჯელეს შპს “ელბა ექსპორტის” მიერ წარმოდგენილი განაშენიანების გეგმის პროექტზე.

სივრცით-ტერიტორიული დაგეგმარებისა და ინფრასტრუქტურის კომისიის თავმჯდომარემ, დეპუტატებს მე-12 და მე-19 მიკრორაიონებში უსახელო ქუჩებისთვის ვახტანგ გორგასლის და მირიან მეფის სახელის მინიჭებასთან დაკავშირებით მიმდინარე პროცესზე მიაწოდა ინფორმაცია.

სხდომაზე განხილული საკითხები კომისიის წევრების გადაწყვეტილებით ბიუროს გადაეცა.