რუსთაველი სპორტსმენების წარმატება კუნგ-ფუს ჭიდაობის(შუაიჯიაოს) მსოფლიო ჩემპიონატზე

რუსთაველი სპორტსმენები, სალომე მუზაშვილი და ნინი მიგრიაული, პირველი ქართველი გოგონები არიან, რომლებმაც, 14 წლის ასაკში, იტალიაში გამართულ კუნგ-ფუს ჭიდაობის(შუაიჯიაოს) მსოფლიო ჩემპიონატზე ოქროს მედლები მოიპოვეს.

რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე მიხეილ მუზაშვილი და სპორტის განვითარების ცენტრის დირექტორი, გიორგი დემეტრაშვილი, რუსთაველ ჩემპიონებს და მათ მწვრთნელებს, პირადად შეხვდნენ და საერთაშორისო ასპარეზზე მოპოვებული წარმატება მიულოცეს.

მსოფლიო ჩემპიონატი, იტალიაში, ქალაქ მონტესილვანოში, 8-11 ოქტომბერს გაიმართა და მასში მონაწილეობა 40 ქვეყნის 300-ზე მეტმა სპორტსმენმა მიიღო.