ლეონიძის ქუჩაზე ასფალტის საფარის მეორე ფენის დაგება მიმდინარეობს

რუსთავში, ლეონიძის ქუჩის რეაბილიტაცია გრძელდება. ურბანული და სატრანსპორტო თვალსაზრისით, ერთ-ერთ ყველაზე დატვირთულ საგზაო მონაკვეთზე, ამ ეტაპზე, ასფალტის საფარის მეორე ფენის დაგება მიმდინარეობს.

პროექტის ფარგლებში, 13 200 კვადრატულ მეტრ ფართობზე, სამფენიანი გზის საფარი დაიგება, მოეწყობა ახალი სანიაღვრე ქსელი, ტროტუარები, ველობილიკი, მწვანე სივრცეები, პარკინგი, გარე განათების ქსელი, საგზაო ნიშნები, მუნიციპალური ტრანსპორტის მოსაცდელები და სასმელი წყლის შადრევნები.

ტერიტორიაზე, უკვე დასრულდა სანიაღვრე ქსელის, წყალმომარაგებისა და წყალარინების სისტემის რეაბილიტაცია.

ინფრასტრუქტურული პროექტის მიმდინარეობას, ქალაქის მერი ნინო ლაცაბიძე და რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე მარინა ლიპარტელიანი, ილია ჭავჭავაძის სახელობის ადმინისტრაციული ოლქის მაჟორიტარ დეპუტატთან და მერიის შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლებთან ერთად გაეცნენ.

სამუშაოები სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება.