სივრცით-ტერიტორიული დაგეგმარებისა და ინფრასტრუქტურის კომისიის სხდომა გამართა

საკრებულოს სივრცით-ტერიტორიული დაგეგმარებისა და ინფრასტრუქტურის კომისიამ მორიგი სხდომა გამართა, რომელსაც კომისიის თავმჯდომარე გიგა კიკვაძე უძღვებოდა.

კომისიის წევრებმა საკრებულოს დადგენილებაში განსახორციელებელი ცვლილება განიხილეს.

ცვლილება მუნიციპალიტეტის ქალაქთმშენებლობითი დოკუმენტაციის გენერალურ და განაშენიანების გეგმებს შეეხება და საკრებულოს დადგენილებით დამტკიცებული ქვეზონების რუკაში ცვლილებას ითვალისწინებს.

მერიის მიერ ინიცირებული პროექტებით ქალაქში ორ ლოკაციაზე დაგეგმილია სპორტულ-გამაჯანსაღებელი კომპლექსის და სამი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა, რაც მოითხოვს საპროექტო ტერიტორიების ზონის ცვლილებას.

კომისიის წევრებმა მხარი დაუჭირეს თავმჯდომარის გიგა კიკვაძის მიერ წარმოდგენილ საკითხს, რომელიც მეშვიდე და მერვე მიკრორაიონებს შორის უსახელო ქუჩისთვის, 1921-1927 წლებში მოღვაწე საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ამბროსი ხელაიას სახელის მინიჭებას ითვალისწინებს.

საკითხი, რომელიც კომისიის წევრებს მერიის არქიტექტურის სამსახურის იურიდიულ საკითხთა რეგულირებისა და სისტემატიზაციის განყოფილების ხელმძღვანელმა ქეთევან კანდელაკიშვილმა გააცნო, დეპუტატების გადაწყვეტილებით ბიუროს გადაეცა.