საკრებულოს მაჟორიტარმა დეპუტატებმა მოსახლეობასთან მორიგი სამუშაო შეხვედრა გამართეს
რუსთავის საკრებულოს მაჟორიტარმა დეპუტატებმა მოსახლეობასთან მორიგი გასვლითი სამუშაო შეხვედრა გამართეს.
მიხეილ ბერუაშვილი და გიორგი ტუხაშვილი ვახტანგ გორგასლის და შოთა რუსთაველის სახელობის ადმინისტრაციულ ერთეულებში იმყოფებოდნენ.
დეპუტატებმა მოქალაქეებთან ერთად ოლქებში არსებული საჭიროებები განიხილეს. საუბარი შეეხო საერთო სარგებლობის სივრცეებში განხორციელებულ, მიმდინარე და დაგეგმილ სამუშაოებს.
შეხვედრებზე საკრებულოს, მერიის და ,,რუსთავის კორპუსის” წარმომადგენლები იმყოფებოდნენ.





