რუსთავის საკრებულო აცხადებს სტაჟირების პროგრამას „წარმოადგინე შენი ქალაქი“

ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულო აცხადებს სტაჟირების პროგრამას „წარმოადგინე შენი ქალაქი“, რომლის მიზანიც ახალგაზრდებისთვის საკრებულოს, როგორც წარმომადგენლობითი ორგანოს, მუშაობის სპეციფიკის გაცნობა და ახალგაზრდების კარიერული განვითარების ხელშეწყობაა.
პროგრამის მონაწილეები საკრებულოს მუშაობის პროცესს გაეცნობიან, მიიღებენ თეორიულ ცოდნასა და პრაქტიკულ გამოცდილებას, ადგილობრივი თვითმმართველობის საქმიანობაში.
პროგრამის წარმატებით დასრულების შემდეგ, გაიცემა ორენოვანი სერთიფიკატი.
სტაჟირების პროგრამაში მონაწილეობა შეუძლიათ 18-დან 29 წლამდე ასაკის დაინტერესებულ ახალგაზრდებს.
სტაჟირების ხანგრძლივობა: 1 თვე
მონაწილეთა რაოდენობა: 25 ახალგაზრდა