2026 წლის ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების ცერემონია გაიმართა

რუსთავში, N21 საჯარო სკოლაში, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ორგანიზებით, 2026 წლის ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების ცერემონია გაიმართა.

პედაგოგების დაჯილდოებაში მონაწილეობა მიიღეს რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარის პირველმა მოადგილე მარინა ლიპარტელიანმა, სკოლამდელი და ზოგადი განათლების დეპარტამენტის უფროსის მოადგილე მარიამ ჩიქობავამ, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის პირველმა მოადგილე გიორგი ქოჩიაშვილმა და ქალაქის მერის პირველმა მოადგილე კახა გურულმა.

პედაგოგთა დაჯილდოების ღონისძიებას საგანმანათლებლო რესურსცენტრისა და სასკოლო საზოგადოების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის გადაწყვეტილებით, ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოება საქართველოს ყველა რეგიონში მიმდინარეობს. ინიციატივა მიზნად ისახავს პედაგოგთა მრავალწლიანი შრომის დაფასებას, მათი პროფესიული საქმიანობის აღიარებასა და წახალისებას.