საფინანსო-საბიუჯეტო კომისიამ 2026 წლის ბიუჯეტში დაგეგმილ ცვლილებებზე იმსჯელა
რუსთავის საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო კომისიამ 2026 წლის ბიუჯეტში დაგეგმილ ცვლილებებზე და ბიუჯეტის ორი კვარტლის შესრულების ანგარიშზე იმსჯელა.
მერიის საფინანსო სამსახურის უფროსის მამუკა მამაიაშვილის განმარტებით ბიუჯეტში ცვლილებები მუნიციპალიტეტის შემოსავლების და გადასახადის გეგმის ზრდამ გამოიწვია.
ცვლილებების შედეგად მიმდინარე წლის ბიუჯეტი გაიზარდა და 192 მილიონ 323,3 ათასი ლარი შეადგინა.
სხდომას კომისიის თავმჯდომარე გრიგოლ ვეფხვაძე ხელმძღვანელობდა.
ბიუჯეტში დაგეგმილ ცვლილებებს კომისიის წევრებმა მხარი დაუჭირეს და საკითხი ბიუროზე გადავიდა.





