სივრცით-ტერიტორიული დაგეგმარებისა და ინფრასტრუქტურის კომისიამ მორიგი სხდომა გამართა
საკრებულოს სივრცით-ტერიტორიული დაგეგმარებისა და ინფრასტრუქტურის კომისიამ მორიგი სხდომა გამართა, რომელსაც კომისიის თავმჯდომარე გიგა კიკვაძე უძღვებოდა.
სხდომაზე მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების და ტრანსპორტის სამსახურის უფროსმა ზურაბ ტაბაღუამ კომისიის წევრებს საგზაო ინფრასტრუქტურული პროექტები წარუდგინა, რომლის განხორციელება ქალაქის რამდენიმე ქუჩაზეა დაგეგმილი. პროექტები დეპუტატებმა მოიწონეს და ბიუროს გადასცეს.
სხდომის ფარგლებში კომისიის წევრებმა განიხილეს და პროცედურის თანახმად ბიუროს გადასცეს, დეველოპერული კომპანიების მიერ წარმოდგენილი განაშენიანების დეტალური გეგმის პროექტებიც.
აღნიშნული საკითხები კომისიის წევრებს მერიის არქიტექტურის სამსახურის იურიდიულ საკითხთა რეგულირებისა და სისტემატიზაციის განყოფილების ხელმძღვანელმა ქეთევან კანდელაკიშვილმა გააცნო





