რუსთავის ისტორიული მუზეუმი, ქვეყნის მასშტაბით პირველი, აუდიოდისკრიფციის სტანდარტით ადაპტირებული სივრცე გახდა
რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ინიციატივით და მერიის მხარდაჭერით რუსთავის ისტორიული მუზეუმი, ქვეყნის მასშტაბით პირველი, აუდიოდისკრიფციის სტანდარტით ადაპტირებული სივრცე გახდა.
პროექტის „რუსთავის ისტორიული მუზეუმი – სივრცე, რომელიც ყველას ეკუთვნის“ პრეზენტაციას რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარე, მამუკა რეხვიაშვილი, თავმჯდომარის მოადგილეები, დეპუტატები, უსინათლოთა კავშირის და მუზეუმის წარმომადგენლები დაესწრნენ.
ღონისძიების სტუმრები თემატურ პრეზენტაციას გაეცნენ და მუზეუმის საგამოფენო სივრცეში განთავსებული ექსპონატების შესახებ აუდიო აღწერა QR კოდების მეშვეობით მოისმინეს.
რუსთავის ისტორიულ მუზეუმში პროფესიული აუდიოდისკრიფცია ქართულ და ინგლისურ ენებზეა ხელმისაწვდომი. პროექტი არასამთავრობო ორგანიზაციამ „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა მედია პოზიტივი“ განახორციელა.
სიახლე ინკლუზიური ტურიზმის განვითარებას შეუწყობს ხელს და უსინათლო და მცირემხედველ ადამიანებს სივრცის, ობიექტების, არტეფაქტების და ვიზუალური დეტალების აღქმაში დაეხმარება.















