რუსთავის სპორტის სასახლეში ქართული საბრძოლო ლიგა – GCL3 გაიმართა

რუსთავის სპორტის სასახლეში ქართული საბრძოლო ლიგა – GCL3 გაიმართა.
ღონისძიება ეროვნული ჰიმნით და მსოფლიო პრიზიორის, ამიკო სვიმონიშვილის წარმატებული გამოსვლით გაიხსნა – რუსთაველ სპორტსმენს მოპოვებული გამარჯვება საკრებულოს თავმჯდომარე მამუკა რეხვიაშვილმა პირადად მიულოცა და სპეციალური მედალი და სიგელი გადასცა.
ლიგის ფარგლებში, ოქტაგონზე სულ 13 ბრძოლა ჩატარდა.
ღონისძიებას საკრებულოს დეპუტატები, ქალაქის მერიისა და სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის წარმომადგენლები დაესწრნენ.