ფრაქცია „ქართული ოცნების“ მორიგი სხდომა გაიმართა
რუსთავის საკრებულოში ფრაქცია „ქართული ოცნების“ მორიგი სხდომა გაიმართა, რომელსაც ფრაქციის თავმჯდომარე ლაშა ჩოფლიანი ხელმძღვანელობდა.
სხდომის მთავარ თემას ქალაქში ქუჩების დამისამართების მიმდინარე პროცესი წარმოადგენდა. დამისამართების საკითხებზე მომუშავე დროებითი სამუშაო ჯგუფის ხელმძღვანელმა, გიგა კიკვაძემ ფრაქციის წევრებს ჯგუფის მიერ გაწეული საქმიანობის შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდა.
მისივე განმარტებით, უკვე გამოიკვეთა მოსაზრებები, რომლებიც მოსახლეობამ საინფორმაციო შეხვედრებისას დააფიქსირა.
ფრაქციის წევრებმა საკითხთან დაკავშირებით საკუთარი პოზიციები დააფიქსირეს და სამუშაო ჯგუფის მიერ გაწეული საქმიანობა დადებითად შეაფასეს.











