მერვე მოწვევის საკრებულოს მორიგი სხდომა გაიმართა

რუსთავის მერვე მოწვევის საკრებულოს მორიგი სხდომა გაიმართა, რომელსაც საკრებულოს თავმჯდომარე მამუკა რეხვიაშვილი უძღვებოდა.
დეპუტატებმა დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხები განიხილეს და შესაბამისი გადაწყვეტილებები მიიღეს.
დამტკიცდა მუნიციპალიტეტის ქონების საპრივატიზებო ნუსხასა და გეგმაში შეტანილი ცვლილებები, ასევე შეიცვალა მუნიციპალური ავტოტრანსპორტის საწარმოს მიერ საჯარიმო ქვითრისა და ოქმის შედგენის წესი.
საკრებულოს მხარდაჭერით რამდენიმე ორგანიზაციას მიეცა შესაძლებლობა, აუქციონით აღებული ვალდებულებები შეასრულოს. სხდომაზე ასევე დამტკიცდა დეველოპერების მიერ წარმოდგენილი განაშენიანების დეტალური გეგმები, რის შედეგადაც რუსთავში რამდენიმე ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კომპლექსი აშენდება. გარდა ამისა, ცვლილებები შევიდა განაშენიანების კოეფიციენტის (K2) განსაზღვრის წესსა და ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე მუნიციპალური საბჭოს დებულებაში.
საკითხები მერის მოადგილემ ოთარ ტატალაშვილმა და შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლებმა წარადგინეს.