N44 საბავშვო ბაგა-ბაღის ტერიტორიაზე გამწვანების აქცია გაიმართა

რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარე მამუკა რეხვიაშვილმა და ქალაქის მერმა ნინო ლაცაბიძემ, N44 საბავშვო ბაგა-ბაღის ტერიტორიაზე, გამწვანების სამუშაოებში მიიღეს მონაწილეობა.

ღონისძიებაში საკრებულოს დეპუტატები, მერიის წარმომადგენლები და პროექტის – ,,პატარა რუსთაველი მებაღის” ფარგლებში, ბაგა-ბაღების აღსაზრდელები ჩაერთვნენ.

გამწვანების აქცია საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი ,,მწვანე ინფრასტრუქტურა მდგრადი მომავლისთვის” პროგრამის ფარგლებში გაიმართა.

პროგრამა სკოლებისა და საბავშვო ბაღების ეზოების გამწვანებას, გზაგამყოფი ზოლებისა თუ სატრანსპორტო კუნძულების ლანდშაფტურ მოწყობას და მუნიციპალიტეტებში ახალი მწვანე სივრცეების შექმნას ითვალისწინებს. სამუშაოები აგროტექნიკური სტანდარტების სრული დაცვით მიმდინარეობს.