საკრებულოს თავმჯდომარე მოადგილეებთან ერთად ,,მართე შენი ქალაქის” მონაწილეებს შეხვდა
რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარე, მოადგილეებთან ერთად პროექტის ,,მართე შენი ქალაქის” ახალი ეტაპის მონაწილეებს შეხვდა – მამუკა რეხვიაშვილმა ახალგაზრდებს საქმიანობის სპეციფიკა გააცნო და დასმულ კითხვებს უპასუხა.
შეხვედრის მიმდინარეობისას, სტუდენტები დეტალურად გაეცნენ წარმომადგენლობითი ორგანოს სტრუქტურას და ფუნქციებს. საუბარი შეეხო ასევე ახალგაზრდული პოლიტიკის ფარგლებში მიმდინარე სიახლეებს და მასშტაბურ ინფრასტრუქტურულ პროექტებს.
სტუდენტურ პროგრამას ,,მართე შენი ქალაქი”, რუსთავის მერია უკვე მეხუთე წელია ახორციელებს – პროექტის მიზანია მუნიციპალიტეტის მუშაობაში ახალგაზრდების ჩართვა და მათი კარიერული განვითარების ხელშეწყობა.
პროგრამაში მონაწილეობის მსურველები ონლაინ რეგისტრაციით შეირჩნენ.











