ქონების მართვისა და ბუნებრივი რესურსების საკითხთა კომისიის მორიგი სხდომა გაიმართა
რუსთავის საკრებულოს ქონების მართვისა და ბუნებრივი რესურსების საკითხთა კომისიამ, თავმჯდომარე კარლო ნოდიას ხელმძღვანელობით, მორიგი სხდომა გამართა.
კომისიის წევრებმა იმსჯელეს მოქალაქეთა განცხადებებზე, რომლებიც აუქციონის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო, ახალი ვადის განსაზღვრას ეხებოდა.
სხდომაზე ასევე განიხილეს მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების საპრივატიზებო ობიექტების ნუსხა და გეგმა.
მერიის ქონების მართვისა და ეკონომიკური განვითარების სამსახურის უფროსის მოადგილის, გია ანთაურის მიერ წარმოდგენილი საკითხები კომისიის გადაწყვეტილებით, შემდგომი განხილვისთვის საკრებულოს ბიუროს გადაეცა.





