სამანდატო, საპროცედურო საკითხთა და ეთიკის კომისიამ მორიგი სხდომა გამართა

საკრებულოს სამანდატო, საპროცედურო საკითხთა და ეთიკის კომისიამ მორიგი სხდომა გამართა, რომელსაც კომისიის თავმჯდომარე ამირან ჯანჯღავა უძღვებოდა.

კომისიის წევრებმა საკრებულოს დადგენილებებში შესატან ცვლილებებზე იმსჯელეს, რომელიც მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების და ტრანსპორტის სამსახურის დებულებაში ცვლილებებს ითვალისწინებს.

დადგენილების პროექტის მიხედვით, უქმდება ინფრასტრუქტურული პროექტების ეფექტიანი მართვისა და კოორდინაციის განყოფილება და მისი ფუნქციები მერიის მეორად სტრუქტურულ ერთეულებზე გადანაწილდება.

სხდომაზე ასევე განიხილეს მერიის სტრუქტურული ერთეულების და საკრებულოს აპარატის ბეჭდების და შტამპების გამოყენების წესში შესატანი ცვლილებები.

საკითხები კომისიის წევრებს მერიის ადმინისტრაციის უფროსმა ქეთევან ბეჟუაშვილმა გააცნო და დეპუტატების გადაწყვეტილებით საკრებულოს ბიუროს გადაეცა.