ფრაქცია ,,ქართული ოცნების” წევრები, ბიუჯეტის პრიორიტეტებთან დაკავშირებით მოსახლეობის გამოკითხვას განაგრძობენ
რუსთავის საკრებულოს რუსთავის საკრებულოს ფრაქცია ,,ქართული ოცნების” წევრები, მომავალი წლის ბიუჯეტის პრიორიტეტებთან დაკავშირებით მოსახლეობის გამოკითხვას აქტიურად განაგრძობენ.
მორიგი შეხვედრა ქალაქის რამდენიმე ლოკაციაზე გაიმართა. შეხვედრის ფარგლებში დარიგდა სპეციალური ანკეტები, რომლის საშუალებითაც, მოქალაქეებმა მათთვის მნიშვნელოვანი 3 მიმართულება შეარჩიეს.
რუსთაველების საჭიროებები, საინფორმაციო ბარათების დამუშავების შემდეგ პრიორიტეტების დოკუმენტში აისახება და გათვალისწინებული იქნება მომავალი წლის ბიუჯეტის დაგეგმვის პროცესში.
ელექტრონული ანკეტა ასევე განთავსებულია რუსთავის საკრებულოს ოფიციალურ ვებ-გვერდზე – rustavicouncil.ge. გამოკითხვაში მონაწილეობის მიღება ანონიმურადაა შესაძლებელი.
https://docs.google.com/forms/d/e/1FAIpQLSeVfaSkB-ii4pxC4BRfRNhUH9PJYekv3sC3Vs4pwu1sJQj1gA/viewform















